Pages

Wednesday, March 10, 2010

საძიებო სისტემები


საძიებო სისტემა (ინგლ. Search engine) არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. 

ისტორია

პირველი საძიებო სისტემა იყო «Wandex». დღეისათვის იგი აღარ არსებობს. იგი შექმნა მეთიუ გრეიმ  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, 1993 წელს. ამ წელსვე შეიქმნა საძიებო სისტემა «Aliweb», რომელიც დღემდე მუშაობს. თუმცა, პირველი საძიებო სისტემა, რომელიც მთლიანად "კითხულობდა" ვებ გვერდზე განთავსებულ ტექსტს, იყო «WebCrawler», რომელიც 1994 წელს გაეშვა. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, იგი საშუალებას იძლეოდა ნებისმიერი საკვანძო სიტყვებით ძებნისა, ნებისმიერ საიტზე. რაც დღეისათვის ერთგვარ სტანდარტადაა ქცეული თითქმის ყველა საძიებო სისტემისთვის. 1994 წელს გაეშვა საძიებო სისტემა Lycos-იც, რომელიც კარნეგი მელონის უნივერსიტეტში შეიქმნა.

მალე სხვა საძიებო სისტემებიც გამოჩნდნენ და დაიწყეს პოპულარობისთვის ბრძოლა: Magellan, Excite, Infoseek, Inktomi, Northern Light, AltaVista და Yahoo!, რომლის  საძიებო ფუნქცია მხოლოდ ვებ დირექტორიით შემოიფარგლებოდა, მას არ შეეძლო სხვა საიტების ინდექსირება.

 1998 წელს შეიქმნა გუგლი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქცია, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.

1 comment:

  1. კარგი ტექსტია, მაგრამ არ გაქვს მოყვანილი წყაროები. ანუ არ არის ლინკიი ვიკიპედიაზე რომლიდანაც ინფორმაცია აიღე. ასევე სადაც საძიებო სისტემები გაქვს ჩამოთვლილი კარგი იქნებოდა რომ ისინი ლინკები ყოფილიყვნენ. მაგალითად PageRank-იც შეიძლება ლინკი ყოფილიყო მაგალითად ვიკიპედიაზე, იმ სტატიაზე რომელიც ამ სიტყვას განმარტავს.

    ReplyDelete