Pages

Friday, April 9, 2010

Facebook


მსხვილი სოციალური ქსელი Facebook-ი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და უამრავი მომხმარებელი ჰყავს. პირადად ჩემთვის, კომპიუტერის მონიტორთან დაჯდომისას, ყოველი დღე მისი მოხმარებით იწყება. მთელი დღის განმავლობაში საშუალება მეცემა გავეცნო მსოფლიოში მიმდინარე უამრავ საინტერესო მოვლენას, მეგობრების საქმიანობას; შევეხმიანო მათ და დავწერო საკუთარი თავის შესახებაც. გარდა ამისა, Facebook-ი კარგი საშუალებაა, შორ დისტანციაზე მყოფ ადამიანებთან კავშირის ქონისა და ასევე საკუთარი ფოტოების დაპოსტვისა და სხვებისთვის გაცნობისათვის.
Facebook-ი დაარსდა 04.02.2004. 23წ. ჰარვარდის უნივ.-ის სტუდენტ მარკ ცუკერბერგისა და მისი კოლეჯის მეგობრებისა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტების ედუარდო სავერინის, დასტინ მოსკოვიცისა და კრის ჰაგისის მიერ. 2010წ. 5 თებ. მონაცემებით, საიტზე დარეგისტრირებული აღმოჩნდა 400 მლნ.-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი; ხოლო თავად ცუკერბერგი გახდა ყველაზ ახალგაზრდა მილიარდელი. 2009წ. Facebook-ის შემოსავალმა 700 მლნ დოლარი შეადგინა.
Facebook-ი- ეს რაღაც სულ სხვა სამყაროა, რომელმაც დისტანციები არ იცის და საიდანაც გამოსვლა, ალბათ, დამეთანხმებით, თითოეული ჩვენგანისთვის საინფორმაციო სივრცისგან მოწყვეტას ნიშნავს.
http://en.wikipedia.org/wiki/Facebook

Wednesday, April 7, 2010

საინტერესო ფაქტები Google Earth-ის შესახებ

Google Earth-ი საკუთრივ წარმოადგენს ვირტუალურ გლობუსს, რუკასა და გეოგრაფიულ საინფორმაციო პროგრამას, რომელსაც თავდაპირველად ერქვა EarthViewer 3D-ს და შეიქმნა Google -ის მიერ 2004წ. შეძენილი კომპანიის Keyhole, Inc-ს მიერ. მის მეშვეობით ინტერნეტში მოთავსდა დედამიწის მთელი ზედაპირის სატელიტური ფოტოსურათები. ზოგიერთი რეგიონის სურათები უკიდურესად მაღალი სიმკვეთრისაა. ზოგიერთი რეგიონის სურათები უკიდურესად მაღალი სიმკვეთრისაა.
სხვა ანალოგიური სერვერებისგან განსხვავებით, რომლებშიც სატელიტური სურათები არის გამოყენებული ჩვეულებრივ ბრაუზერში (მაგ. Карты Google ან TerraServer), ამ პროგრამაში გამოყენებულია სპეციალური კომპიუტერში ჩატვირთვადი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა უფრო მეტ დატვირთვას აძლევს ინტერნეტის ქსელს, სამაგიეროდ ის პროგრამაში მუშაობის დროს დამატებითი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელთა განხორციელება ვებ-ბრაუზერით შეუძლებელია. მისი შეძენა შესაძლებელია სამი განსხვავებული ლიცენზიით: Google Earth(უფასო, მაგრამ შეზღუდული ფუნქციების ვერსია); Google Earth Plus (უსაზღვრო, რომელიც მოიცავს დამატებით ეფექტებს), და Google Earth Pro ($400 წლის განმ.), რომელიც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება.
მინდა ვისაუბრო რამოდენიმე საინტერესო ფაქტზე, რომელიც Google Earth-ს ეხება. ზოგჯერ იკვლევს საიდუმლო ფატებსა და მოვლენებს. მაგ,; რატომ არის ერაყის ერთ-ერთი ტბა სისხლივით წითელი
. ზოგჯერ აჩვენებს მიმდინარე მოვლენებს. მაგ; თუ როგორ იჭერს მეთევზე თევზს არალეგალურად კანარის კ.-ებზე . გარდა ამისა, სატელიტური ანტენის თვალებს შეუძლია დაინახოს არამარტო ადამიანის მიღწევები, არამედ ჩვენი არცთუ ისე, დიდი წარმატებები. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ თუ როგორ გადის ერთი გემი იმ ტერიტორიას, სადაც ბაღდადში უბედური შემთხვევა მოხდა. ასევე აფიქსირებს საავიაციო მოვლენებს, ტურისტებისთვის იძლევა ახალი ადგილების უკეთ გაცნობის საშუალრებას; აფიქსირებს ცხოველებს მოძრაობაში და ა.შ.
Google Earth-თან გატარებული დრო გაფიქრებინებს, რომ დედამიწა ძალიან მჭიდროდ დასახლებული ადგილია, თუმცა Google Earth მუდმივად ანახლებს სერათებს. გაადიდე ავსტრალიაში, Bondi Beach-ის სატელიტური კამერით გადაღებული ეს სურათი და შენ შეგეძლება ბიკინებზე დიზაინერთა მარკების ამოკითხვა.
http://www.freebase.com/view/en/google_earth