Pages

Friday, February 19, 2010

web 2.0



Web 2.0 პროგრამა ხელს უწყობს მომხმარებელს განახორციელოს არაერთი სამუშაო. ის კარგ საშუალებას წარმოადგენს, როგორც ქსელური მომსახურება. შეიძლება ადამიანთა შორის კავშირის დამყარება, ვებ-საიტის შინაარსის შეცვლა და ა.შ.
მომხმარებლებს შეუძლიათ დააყენონ "Network as platform" პროგრამა: მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ პროგრამული უზრუნველყოფის განცხადებებს Browser-dan.
Web 2.0 ჩვეულებრივ შეიცავს შემდეგ ტექნიკასა და თვისებას: ძებნა, ლინკები, კავშირები, შექმნა და განახლება და ნიშნები...
http://en.wikipedia.org/wiki/Web_2.0

Wednesday, February 17, 2010

ქართული შრიფტები

საბეჭდი შრიფტები 

ვახტანგ VI-ის სტამბის შრიფტები — ქართული (ნუსხური და მხედრული) და ბერძნულიპირველი ქართული ნაბეჭდი ქართული წიგნი, „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ 1629 წელს ქალაქ რომში გამოიცა. წიგნში წარმოდგენილია ქართული მხედრული ანბანი, ლოცვები, მრწამსი, ათი მცნება და ღვთისმშობლის საგალობლები ქართულად და ასევე ლათინურ ენაზე ქართული ტრანსკრიფციით. ამ წიგნისათვის ქართული შრიფტი შექმნა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკოფორე ირბახი), რომელიც თეიმურაზ I-ის ელჩი იყო იტალიაში.თბილისში პირველი სტამბა 1708—1709 წლებში დაარსდა ვახტანგ VI-ის დროს, რის გამოც ამ სტამბას ვახტანგ VI-ის სტამბა ეწოდება. ვახტანგ VI-ის სტამბაში პირველად დაიბეჭდა „სახარება“. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით). სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ. ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანის ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვანი. ვახტანგის სტამბის ქართული შრიფტი, ერთ-ერთი გადმოცემით ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის.1749-1802 წლებში თბილისში ფუნქციონირებდა ერეკლე II-ის სტამბა. ძველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური ლიტერატურის უმეტესი ნაწილი გამოცემულია ერეკლეს სტამბაში (ანტონ I კათოლიკოსის "ქადაგება", "შესხმა პირველი ახლისა ამის წიგნი-საბეჭდისა" და სხვა).დღეს უკვე თითქმის ყველა გამოცემა ბეჭდურია. თანამედროვე ბეჭდურ წიგნებსა და გამოცემებში ძირითადად მხედრულის საფუძველზე შექმნილი შრიფტებია გამოყენებული.ქართული დამწერლობის ასახვა კომპიუტერულ სისტემებში ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში უნიფიცირებულია „უნიკოდი“-ს (Unicode) სტანდარტის მიხედვით, რომელშიც ასომთავრული, ნუსხური და მხედრული აღიარებულია დამოუკიდებელ ქართულ დამწერლობებად და სწორედ მათთვის და მხოლოდ მათთვის მისაკუთრებული ოთხნიშნა კოდები გააჩნიათ. დღეისათვის ყველაზე გავრცელებული ქართული კომპიუტერული შრიფტებია BPG, Sylfaen და სხვა. ტექსტი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, ერთ-ერთი ქართული კომპიუტერული შრიფტითაა შესრულებული.ის წიგნი-საბეჭდისა" და სხვა).

დღეს უკვე თითქმის ყველა გამოცემა ბეჭდურია. თანამედროვე ბეჭდურ წიგნებსა და გამოცემებში ძირითადად მხედრულის საფუძველზე შექმნილი შრიფტებია გამოყენებული.


ქართული დამწერლობის ასახვა კომპიუტერულ სისტემებში  

ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში უნიფიცირებულია „უნიკოდი“-ს (Unicode) სტანდარტის მიხედვით, რომელშიც ასომთავრული, ნუსხური და მხედრული აღიარებულია დამოუკიდებელ ქართულ დამწერლობებად და სწორედ მათთვის და მხოლოდ მათთვის მისაკუთრებული ოთხნიშნა კოდები გააჩნიათ. დღეისათვის ყველაზე გავრცელებული ქართული კომპიუტერული შრიფტებია BPG, Sylfaen და სხვა. ტექსტი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, ერთ-ერთი ქართული კომპიუტერული შრიფტითაა შესრულებული.


წყაროები:

http://ka.wikipedia.org/wiki/

web 2.0




The term "Web 2.0" (2004–present) is commonly associated with web applications that facilitate interactive information sharing, interoperability, user-centered design,[1] and collaboration on the World Wide Web. Examples of Web 2.0 include web-based communities, hosted services, web applications, social-networking sites, video-sharing sites, wikis, blogs, mashups, and folksonomies. A Web 2.0 site allows its users to interact with other users or to change website content, in contrast to non-interactive websites where users are limited to the passive viewing of information that is provided to them.

The term is closely associated with Tim O'Reilly because of the O'Reilly Media Web 2.0 conference in 2004. Although the term suggests a new version of the World Wide Web, it does not refer to an update to any technical specifications, but rather to cumulative changes in the ways software developers and end-users use the Web. Whether Web 2.0 is qualitatively different from prior web technologies has been challenged by World Wide Web inventor Tim Berners-Lee, who called the term a "piece of jargon"

დამახასიათებელი ნიშნები:

Web 2.0 websites allow users to do more than just retrieve information. They can build on the interactive facilities of "Web 1.0" to provide "Network as platform" computing, allowing users to run software-applications entirely through a browser.Users can own the data on a Web 2.0 site and exercise control over that data.These sites may have an "Architecture of participation" that encourages users to add value to the application as they use it.

— precisely because he intended the Web to embody these values in the first place.


Web 2.0 websites typically include some of the following features and techniques. Andrew McAfee used the acronym SLATES to refer to them:

Search
Finding information through keyword search.
Links
Connects information together into a meaningful information ecosystem using the model of the Web, and provides low-barrier social tools.
Authoring
The ability to create and update content leads to the collaborative work of many rather than just a few web authors. In wikis, users may extend, undo and redo each other's work. In blogs, posts and the comments of individuals build up over time.
Tags
Categorization of content by users adding "tags" - short, usually one-word descriptions = to facilitate searching, without dependence on pre-made categories. Collections of tags created by many users within a single system may be referred to as "folksonomies" (i.e., folk taxonomies).
Extensions
Software that makes the Web an application platform as well as a document server.
Signals
The use of syndication technology such as RSS to notify users of content changes.


როგორ მუშაობს?

The client-side/web browser technologies typically used in Web 2.0 development are Asynchronous JavaScript and XML (Ajax), Adobe Flash and the Adobe Flex framework, and JavaScript/Ajax frameworks such as Yahoo! UI Library, Dojo Toolkit, MooTools, and jQuery. Ajax programming uses JavaScript to upload and download new data from the web server without undergoing a full page reload.




გამოყენება


The client-side/web browser technologies typically used in Web 2.0 development are Asynchronous JavaScript and XML (Ajax), Adobe Flash and the Adobe Flex framework, and JavaScript/Ajax frameworks such as Yahoo! UI Library, Dojo Toolkit, MooTools, and jQuery. Ajax programming uses JavaScript to upload and download new data from the web server without undergoing a full page reload.

გამოყენება


Freeware

Freeware ( "free" და "software"- გან ) არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც გულისხმობს უფასო გამოყენებას.

კრიტერიუმები

Freeware- ად კლასიფიცირებული Software არის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შეუზღუდავ უფასო მომსახურებას. ავტორი, ჩვეულებრივ ზღუდავს კოპირების, გადანაწილებისა და Software- ის მიერ წარმოებული სამუშაოების ერთ ან მეტ უფლებას. Software- ის ლიცენზიამ შეიძლება წარმოშვას შეზღუდვები გამოყენების ისეთი ტიპებისთვის, როგორიცაა პირადი, ინდივიდუალური, არაკომერციული, აკადემიური, კომერციული ან მათი ნებისმიერი სახის კომბინაციით მიღებული გამოსაყენებელი პროგრამებისთვის. მაგ; ლიცენზია შეიძლება იყოს " თავისუფალი პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის".
შესაბამისად, Freeware შეიძლება ან არ შეიძლება იყოს თავისუფალი და გახსნილი Software და იმისთვის, რომ გავარჩიოთ, the Free Software Foundation მომხმარებლებს თხოვს, არ უწოდონ "freeware"-ს free software. ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ უფასო software შეიძლება იყოს გამოყენებული, შესწავლილი შეუზღუდავად მოდიფიცირებული; უფასო software გულისხმობს გამოყენების თავისუფლებას; მაშინ, როცა Freeware- იც უფასოა. Freeware ასევე განსხვავდება shareware- განაც, რომელიც აიძულებს მომხმარებლებს გადაიხადონ რამოდენიმე გამოსაცდელი ვადის შემდეგ ან მიიღონ დამატებითი ფუნქციონალური შესაძლებლობები.

http://en.wikipedia.org/wiki/Freeware

Thursday, February 11, 2010

რა არის ბლოგი?


ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით,
რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას.
ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.
ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს.
ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას.
მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog),

მიკრო-ბლოგი ბლოგის განსხვავებული ფორმაა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან.





არსებობს ბლოგის მრავალგვარი ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან არა მარტო შინაარსის მიხედვით, არამედ ამ შინაარსის მოწოდების ან შექმნის გზებით.

პირადი/პერსონალური ბლოგი

პირადი ბლოგი, ყოველდღიური მოვლენების ამსახველი ჩანაწერები პიროვნების მიერ (იგივე დღიური), არის ტრადიციული, ყველაზე გავრცელებული ბლოგის სახე. ბლოგის ავტორები (ბლოგერები) ამაყობენ თავიანთი ბლოგის პოსტებით თუნდაც მათ ავტორის გარდა არავინ კითხულობდეს. ბლოგები ხშირად ხდება კომუნიკაციის ფორმა; აქ აისახება ცხოვრება და ხელოვნების ნიმუშები.

არსებობს ბიზნეს მიზნებისთვის შექმნილი ბლოგებიც. ბლოგს, რომელიც კომპანიაში გამოიყენება შიდა კომუნიკაციის და კულტურის ზრდისთვის, ან გარე მარკეტინგის, ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, ეწოდება კორპორატიული ბლოგი.

მედია ტიპის მიხედვით

ვიდეომასალების შემცველ ბლოგს ეწოდება — ვლოგი (Vlog). ბულების შემცველ ბლოგს ეწოდება — ლინკლოგი (linklog). ჩანახატების, მონახაზების ან/და ესკიზების შემცველ ბლოგს ეწოდება — სკეჩბლოგი (Sketchblog). ფოტოსურათების შემცველ ბლოგს ეწოდება — ფოტობლოგი (Photoblog). შერეული მედიის შემცველ ბლოგს ეწოდება — ტამბლოგი (Tumblelog). არტლოგი (Artlog) წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშების გასაზიარებლად და გამოსაქვეყნებლად შექმნილ ბლოგს, თუმცა განსხვავდება დომინირებული აქცენტით ხელოვნების ნიმუშებზე და არა ტექსტზე. იშვიათი ტიპის ბლოგს, რომელიც დაფუძნებულია (hosted) გოფერის პროტოკოლზე, ეწოდება ფლოგი (Phlog)

მოწყობილობის (device) მიხედვით

ბლოგს, რომელიც იწერება მობილური ტელეფონიდან ან PDA , შეიძლება ვუწოდოთ მობლოგი (Moblog). ერთ- ერთი ადრეული ბლოგი იყო — Wearable Wireless Webcam, ერთი პიროვნების ონლაინ დღიური, მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც აერთიანებდა ტექსტს, ვიდეოს და სურათებს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა ვებსაიტს სპეციალურ სათვალეში ჩამონტაჟებული ვებკამერიდან (EyeTap). ასეთ ნახევრად ავტომატიზირებულ ბლოგის წარმოების ტექნიკას, პირდაპირი ეთერისა და ტექსტის გაერთიანებით ეწოდება sousveillance.

ჟანრობრივი

ზოგი ბლოგი ფოკუსირებულია გარკვეულ თემაზე, როგორც მაგალითად პოლიტიკური ბლოგები, მოგზაურობის, მოდის და პროექტების შესახებ დაწერილი ბლოგები, ნიშური ბლოგები, კლასიკური მუსიკის ბლოგები, და იურიდიურლი ბლოგები (ხშირად მოიხსენიებენ, როგორც Blawgs) ან სიზმრის ბლოგები. ბლოგი, რომელიც არ არის წესიერი ტიპის და გამოიყენება სპამისთვის ცნობილია როგორც — სპლოგი (Splog).

კითხვა-პასუხზე დაფუძნებული ბლოგი

კითხვა პასუხზე დაფუძნებული ბლოგი პასუხობს შეკითხვებზე. შეკითხვები შეიძლება გაიგზავნოს მკითხველის მიერ ფოსტის, კომენტარის, ტელეფონის ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით. ქლოგი (Qlog) გამოიყენება პოდკასტებში თვალსაჩინოებისთვის ან ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბევრი ქლოგი იყენებს RSS სინდიკაციას როგორც კითხვებზე გაცემული პასუხების გამოქვეყნების საშუალებას.





საზოგადოება და კატალოგინგი

ბლოგოსფერო

ბლოგოსფერო არის ყველა არსებული ბლოგის კრებითი სახელი. რახან ყველა ბლოგი არსებობს ინტერნეტ სივრცეში. ლოკალური ბლოგების კრებულს ხანდახანს ეძახიან Bloghood-ს.

ბლოგძიების სისტემები

ბლოგძიების სისტემებით ეძებენ ბლოგების შიგთავსს. ასეთი სისტემებია: GoogleBlogSearch Bloglines, BlogScope და Technorati .

ბლოგსაზოგადოებები და დირექტორიები

არსებობს რამდენიმე ონლაინ გაერთიანება რომლებიც აკავშირებს ხალხს ბლოგებთან და ბლოგერებს სხვა ბლოგერებთან. ასეთებია BlogCatalog და MyBlogLog.

ბლოგი და რეკლამა

ბლოგებზე ხშირია რეკლამის დამატების შესაძლებლობის არსებობა, ან ფინანსური მოგების მიღების მიზნით და ან ბლოგერის ინტერესების გამო. ბლოგების პუპულარობამ განაპირობა „მცდარი (მატყუარა) ბლოგების“ შექმნა, რომლებსაც კომპანიები იყენებენ მარკეტინგული ღონისძიებების გასატარებლად.


ქართული ბლოგოსფერო


ქართული ბლოგოსფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, აქტიურად ამუშავდა ქართული ბლოგინგის სისტემა log.ge თუმცა ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგები მაინც უცხოურ დომეინებზეა განთავსებული, უმეტესწილად Blogger.com და Wordpress.com-ზე. თუმცა ამ უცხოური სისტემების მომხმარებელი საზოგადოება, ერთგვარ საინტერესო ბლოგ-ჯგუფს ქმნის და უდავოდ ყურადღების ღირსია.

პირადი ბლოგი როკოს ბლოგი , რომელმაც 2007 წელს ეროვნულ ინტერნეტ-კონკურში - topsite.ge - გაიმარჯვა, ნომინაციაში ”წლის საუკეთესო საინფორმაციო საიტი”.

ასევე აღსანიშნავია პროექტი არტ-იდეა, პირველი ქართული შემოქმედებითი workshop-ი, რომლის პოპულარობამ ყველა რეკორდი მოხსნა. აქ შემოქმედი ადამიანები იკრიბებიან და ყოველკვირეულ თემაზე, რომელიც ყოველ შაბათს იქვე ბლოგზე ქვეყნდება, თავის ნამუშევრებს გვთავაზობენ. დავალების შესრულების ვადად ერთი კვირაა მიჩნეული. პროექტი იმით არის აღსანიშნავი, რომ ნამუშევრების გარდა უხვია კომენტარები თითოეულ ნამუშევარზე და უკუკავშირი მომხმარებელთან ადვილი მისაღწევია.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პროფესიული, თემატური ბლოგები დღემდე თითქმის არ არსებობს. ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამ ყველაზე მეგობრულ, უშუალო, ინტერაქტიულ და შედეგიან ფორმას დღეს საქართველოში არცერთი კომპანიის მარკიტინგული სამსახური არ იყენებს…