Pages

Friday, March 26, 2010

საინტერესო ფაქტები Google- ის შესახებ


მინდა მოგითხროთ საძიებო სისტემა Google- ის შესახებ არსებულ საინტერესო ფაქტებზე:
Google-ის სახელწოდებისთვის აღებულ იქნა მათემატიკური ტერმინი,- რიცხვი, რომელიც უდრიდა ერთიანს ასი ნულით. შემდეგ გაირკვა, რომ ის იწერება სხვაგვარად- “googol“. მიუხედავად ამისა, გადაწყდა, რომ დაეტოვებინათ სახელწოდება ”Google”, მითუმეტეს თუ ინვესტორის ჩეკიც კომპანიის ამ სახელწოდებაზე იყო გამოწერილი.
რანჟირების ალგორითმს ჰქვია Page Rank-ი, რომელიც მომდინარეობს არა სიტყვა Page- დან, არამედ Google-ის ერთ-ერთი შემქმნელი ლარი პეიჯისგან.
1998წ. სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი თავაზობდნენ Yahoo!-ს ეყიდათ Google PageRank-თან ერთად მლნ. $, თუმცა Yahoo!- მ უარი განაცხადა. 2005წ. Google უკვე ღირდა 80 მლრდ.$, ხოლო კომპანიის წლიური შემოსავალი შეადგენდა 1,5 მლრდ-ს.
Google- ის დევიზია ”არ ავნო”, რომელიც ითვლება ექიმტა მეორე კანონად. უპირველესია ”დაეხმარე”.
Google ფლობს Foofle.com-ს, რის მეშვეობითაც ხდება გადასვლა Google.com- ზე. გარდა ამისა, იქ შეიძლება გამოთვლა, აქვს კალკულატორი, რუკა, mail-ი, საზომი ერთეულების გამოთვლ და გებულობს,100 ენას, მათ შორის ”მაპეტ- შოუს” მზარეულის ბორკ-ბორკ-ბორკის; პლანეტა კლინგონზე მცხოვრებ უცხოპლანეტელთა; სერიალ Star Trek-ის პერსონაჟების და ძველი ხაკერული ენა leet =)

http://www.google.ge/search?hl=ka&source=hp&q=interesting+facts+about+Google&btnG=Google+%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%90&meta=&cts=1269628414021

Wednesday, March 24, 2010

allmovies.ge


allmovies.ge არის ცნობილი ქართული web გვერდი, რომელიც ძირითადად ემსახურება ფილმების გადმოწერას. გარდა ამისა, საიტზე შეიძლება საუნდტრეკების ჩაწერა, სურათების დათვალიერება, ტრეილერების ყურება, კინოვარსკვლავების ბიოგრაფიის წაკითხვა, კინოსიახლეების გაგება და ფილმების რეიტინგის ნახვაც.
საიტი იმითაა აღსანიშნავი, რომ ფილმების გადმოწერა უფასოა და სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობს- იქნება ეს HDTV Movies, DVD თუ სხვა.
allmovies.ge ძალიან პოპულარული საიტია ქვეყანაში. ის დაარსდა 1997წ. და დღემდე წარმატებულ საიტად ითვლება. ყოველდღიურად მას ბევრი მომხმარებელი ჰყავს. პირადად მე, ძირითადად ამ საიტით ვსარგებლობ, როცა რომელიმე ფილმის გადმოწერა მსურს და ფილმების ხარისხითაც კმაყოფილი ვარ.
http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=LMLTLT

Saturday, March 20, 2010

Amazon.com


Amazon.com(NASDAQ:AMZN)- პირველი ინტერნეტ სერვისი, ორიენტირებული მასიური მოთხოვნის რეალური საქონლის გაყიდვაზე.; მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია, რომელიც საქონლისა და მომსახურების გაყიდვას ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებს. Amazon.com მართლაც, საუკეთესო ინტერნეტ-ვაჭრობის საშუალებაა, რომელიც მომხმარებელს ფართო ასოტიმენტს სთავაზობს.

ისტორია
Amazon.com შეიქმნა 1995წ. ამერიკელი მეწარმის ჯეფ ბეზოსის მიერ და თავიდან ყიდდა მხოლოდ წიგნებს. 1998წ. ივნისში მაღაზია იწყებს მუსიკალური ჩანაწერების, ხოლო იმავე წლის ნოემბერში ვოდეოპროდუქციის გაყიდვას.

დღეს Amazon.com მოიცავს საქონლის 34 კატეგორიას, მათ შორის ელექტრონულ წიგნებს, საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას, სათამაშოებს, სპორტულ საქონელსა და ა.შ.
კომპანია აწარმოებს ექსპანსიას ინტერნეტ-ვაჭრობის ბაზარზე. არსებობს ბრენდ Amazon-ის ნაციონალური კლონები კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში.
ინტერნეტ-მაღაზიის ერთ-ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მყიდველებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები შეძენილ საქონელზე და შეაფასონ. ეს მათ ეხმარება შეარჩიონ კარგი ხარისხის მქონე საჭირო ნივთი.
http://en.wikipedia.org/wiki/Amazon.com

Wednesday, March 17, 2010

სტატისტიკა


   სტატისტიკა (გერმ. Statistik; იტალ. stato , გვიანდელი ლათ. status), საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მასობრივი საზოგადოების მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეს თვისებრივ მხარესთან მჭიდრო კავშირში ადგილისა და დროის განსაზღვრულ პირობებში.

    სტატისტიკა შეისწავლის მონაცემებს, მათ შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზსა და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით შესაბამისი დასკვნების გამოტანას.

   მინდა მოგითხროთ ქართული სტატისტიკის ისტორიის შესახებ: ისტორიული წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება. 1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება. 1689 წლიდან, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ თავიანთ სადროშოებში ხალხის აღწერას. ჩვენს დრომდეა მოღწეული XVII-XVIII სს. დავთრები, რომლებშიც ჰქონდათ აღწერის შედეგად მოპოვებული ცნობები.
      1918 წ. 15 ნოემბერს მიწათმოქმედების სამინისტროსთან შეიქმნა სტატისტიკის დროებითი ბიურო, რომლის ფუნქციებში შედიოდა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების შემუშავება, მიწის ფონდის აღრიცხვა და მისი განაწილების ნორმების განსაზღვრა. 1919 წ. 25 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, შეიქმნა რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი იმავე სამინისტროს შემადგენლობაში. კომიტეტს დაევალა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატისტიკური სამუშაოების წარმართვა. 
     საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, 1921 წლის 3 აპრილს თბილისში გამოქვეყნდა რევოლუციური კომიტეტის დეკრეტი “საქართველოს სსრ ცენტრალური სტატისტიკის სამმართველოს დაარსების შესახებ”, ხოლო 1921 წლის 4 ივლისს – პირველი დებულება საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების შესახებ.
     საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კერძოდ კი 1990-იან წლებში საჭირო გახდა დაკვირვების მთელი ინსტრუმენტარიუმის ძირეული ცვლილება, ინფორმაციის მოპოვების განსხვავებული, ალტერნატიული წყაროების ფორმირება. მნიშვნელოვანი გახდა საბაზრო ეკონომიკის მახასიათებელი ინდიკატორების შემუშავება და დანერგვა. განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე ინსტიტუციონალური ცვლილებების და რეფორმების დახასიათება.
   1991 წლის 27თებერვლის საქართველოს უზენაესი საბჭოს ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად 1991–1995 წლებში ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკურ საქმიანობას აწარმოებდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი. ხოლო სტატისტიკურ სამუშაოთა სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი სტატისტიკის შესახებ.

   1995 წელს საქართველოს რესპუბლიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო სტატისტიკის პრიორიტეტული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარების მიზნით, მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 აპრილის N181 დადგენილების შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სტატისტიკის განვითარების სახელმწიფო ფონდი, რომლის პრეზიდენტის ფუნქციებსაც ასრულებდა სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 
    1996 წ შექმნილი სტატისტიკის სახელმწიფო დროებითი კომისიის შემადგენლობაში შედიოდა: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის პასუხისმგებელი პირები. 1998 წლიდან 2009 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა 1997 წელს მიღებული კანონი “სტატისტიკის შესახებ”. 
   2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა. შესაბამისად, სტატისტიკურ საქმიანობას აღნიშნული თარიღიდან 2009 წლის 11 დეკემბრამდე ახორციელებდა როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება– სტატისტიკის დეპარტამენტი.
    დღეს საქართველოში სტატისტიკურ საქმიანობას დამოუკიდებელი სტრუქტურა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს. მისი ფუნქციონირების სამართლებრივ ბაზას 2009 წლის 11 დეკემბრიდან წარმოადგენს საქართველოს კანონი “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”.
















Friday, March 12, 2010

Mozilla Firefox


       მოზილა ფაირფოქსი (ქართ. ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია), ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერია, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა და დღეისთვის მზარდი       პოპულარობით სარგებლობს.  ამასთან, Firefox-ის კოდიც უფასოა და მას სამმაგი ლიცენზია GPL/LGPL/MPL აქვს.
      Firefox აქვს ჩანართებიანი ინტერფეისი, ორთოგრაფიის შემოწმების საშუალება, სანიშნეები, ჩამოტვირთვების მენეჯერი და ძებნის სისტემა. მისი ფუნქციონალობის გაზრდა შესაძლებელია 2000-ზე მეტი „გაფართოების“ საშუალებით.

    არსებობს ოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვის — Microsoft Windows, Mac OS X, GNU/Linux, და არაოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვის — OS/2, FreeBSD, NetBSD, OpenBSD, Solaris.



Wednesday, March 10, 2010

საძიებო სისტემები


საძიებო სისტემა (ინგლ. Search engine) არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. 

ისტორია

პირველი საძიებო სისტემა იყო «Wandex». დღეისათვის იგი აღარ არსებობს. იგი შექმნა მეთიუ გრეიმ  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, 1993 წელს. ამ წელსვე შეიქმნა საძიებო სისტემა «Aliweb», რომელიც დღემდე მუშაობს. თუმცა, პირველი საძიებო სისტემა, რომელიც მთლიანად "კითხულობდა" ვებ გვერდზე განთავსებულ ტექსტს, იყო «WebCrawler», რომელიც 1994 წელს გაეშვა. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, იგი საშუალებას იძლეოდა ნებისმიერი საკვანძო სიტყვებით ძებნისა, ნებისმიერ საიტზე. რაც დღეისათვის ერთგვარ სტანდარტადაა ქცეული თითქმის ყველა საძიებო სისტემისთვის. 1994 წელს გაეშვა საძიებო სისტემა Lycos-იც, რომელიც კარნეგი მელონის უნივერსიტეტში შეიქმნა.

მალე სხვა საძიებო სისტემებიც გამოჩნდნენ და დაიწყეს პოპულარობისთვის ბრძოლა: Magellan, Excite, Infoseek, Inktomi, Northern Light, AltaVista და Yahoo!, რომლის  საძიებო ფუნქცია მხოლოდ ვებ დირექტორიით შემოიფარგლებოდა, მას არ შეეძლო სხვა საიტების ინდექსირება.

 1998 წელს შეიქმნა გუგლი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქცია, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.