Pages

Friday, April 9, 2010

Facebook


მსხვილი სოციალური ქსელი Facebook-ი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და უამრავი მომხმარებელი ჰყავს. პირადად ჩემთვის, კომპიუტერის მონიტორთან დაჯდომისას, ყოველი დღე მისი მოხმარებით იწყება. მთელი დღის განმავლობაში საშუალება მეცემა გავეცნო მსოფლიოში მიმდინარე უამრავ საინტერესო მოვლენას, მეგობრების საქმიანობას; შევეხმიანო მათ და დავწერო საკუთარი თავის შესახებაც. გარდა ამისა, Facebook-ი კარგი საშუალებაა, შორ დისტანციაზე მყოფ ადამიანებთან კავშირის ქონისა და ასევე საკუთარი ფოტოების დაპოსტვისა და სხვებისთვის გაცნობისათვის.
Facebook-ი დაარსდა 04.02.2004. 23წ. ჰარვარდის უნივ.-ის სტუდენტ მარკ ცუკერბერგისა და მისი კოლეჯის მეგობრებისა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტების ედუარდო სავერინის, დასტინ მოსკოვიცისა და კრის ჰაგისის მიერ. 2010წ. 5 თებ. მონაცემებით, საიტზე დარეგისტრირებული აღმოჩნდა 400 მლნ.-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი; ხოლო თავად ცუკერბერგი გახდა ყველაზ ახალგაზრდა მილიარდელი. 2009წ. Facebook-ის შემოსავალმა 700 მლნ დოლარი შეადგინა.
Facebook-ი- ეს რაღაც სულ სხვა სამყაროა, რომელმაც დისტანციები არ იცის და საიდანაც გამოსვლა, ალბათ, დამეთანხმებით, თითოეული ჩვენგანისთვის საინფორმაციო სივრცისგან მოწყვეტას ნიშნავს.
http://en.wikipedia.org/wiki/Facebook

No comments:

Post a Comment